პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები მოიძიებენ გმირი
მეფეების, კერძოდ კი ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და თამარ მეფისადმი მიძღვნილ ლექსებს,ლეგენდებს და ისტორიულ მასალებს.პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს კვლევითი უნარ-
ჩვევების,კრიტიკული აზროვნების, ისტ-ის დაუფლებას,მოსწავლეები იმსჯელებენ მოძიებული მასალის საშუალებით სამი მეფის ეპოქაზე, ისარგებლებენ ინტერნეტრესურსებით, შექმნიან ელექტრონულ მასალას.პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეიძენენ დეტალებზე დაკვირვების და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევას,მხატვრული კითხვის, მსჯელობის, თანამშრომლობის და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევას. მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და მოძიებული მასალის გააზრებას ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში.
მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გაეზრდებათ თავისი ქვეყნის სიყვარული და პასუხისმგებლობა. მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და გამოიყენებენ სლაიდ-შოუს.
.პროექტისათვის საჭირო რესურსები:ისტორიის სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა, ფორმატის ქაღალდი,კომპიუტერი და ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,წარმოადგენენ საპრეზენტაციო თემებს, გამოუშვებენ გაზეთს.
.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ,ისტორია.მოსწავლეები ერთ სიტუაციაში ნასწავლს გამოიყენებენ მეორე სიტუაციაში.
.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნინო მეშველაშვილი
.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:meshvelashvilinino@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:ninomeshvelashvili.blogspot.com

No comments:
Post a Comment