Monday, June 9, 2014

2014 წლის 9 ივნისს ვიყავი ვიდეოს ტრენინგზე.

Sunday, December 2, 2012

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ,,ვინც იყო, იგი რომ არა, არ იქნებოდა რაც არი."

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები მოიძიებენ გმირი 
მეფეების, კერძოდ კი ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და  თამარ მეფისადმი მიძღვნილ ლექსებს,ლეგენდებს და ისტორიულ მასალებს.

პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს კვლევითი უნარ-
ჩვევების,კრიტიკული აზროვნების, ისტ-ის დაუფლებას,მოსწავლეები იმსჯელებენ მოძიებული მასალის საშუალებით სამი მეფის ეპოქაზე, ისარგებლებენ ინტერნეტრესურსებით, შექმნიან ელექტრონულ მასალას.

პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეიძენენ დეტალებზე დაკვირვების და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევას,მხატვრული კითხვის, მსჯელობის, თანამშრომლობის და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევას. მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და მოძიებული მასალის გააზრებას ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში.

მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გაეზრდებათ თავისი ქვეყნის სიყვარული და პასუხისმგებლობა. მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და გამოიყენებენ სლაიდ-შოუს.

.პროექტისათვის საჭირო რესურსები:ისტორიის სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა, ფორმატის ქაღალდი,კომპიუტერი და ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,წარმოადგენენ საპრეზენტაციო თემებს, გამოუშვებენ გაზეთს.

.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ,ისტორია.მოსწავლეები ერთ სიტუაციაში ნასწავლს გამოიყენებენ მეორე სიტუაციაში.

.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნინო მეშველაშვილი

.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:meshvelashvilinino@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი:ninomeshvelashvili.blogspot.com

მე მიყვარს საქართველო

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი,
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულა მთები,
მამულო, საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?!

                       ილია ჭავჭავაძე

ჩემი პირველი პოსტი

დღეს, ორ დეკემბერს, პირველად შევქმენი ბლოგი.